saqarTvelos mdinareebi - baraTxevi

ტერიტორიული ერთეულები ადიგენის მუნიციპალიტეტი
სათავე მესხეთის ქედი
შესართავი ოცხე 41°47`03` ჩ. გ. 42°50`31` ა. გ.
სიგრძე 11 კმ
აუზის ფართობი 52.2 კმ²

 

მდინარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოცხის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 52,2 კმ². სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2425 მ. მიედინება წიწვიანი და შერეული ტყეებით შემოსილ ღრმა და ვიწრო ხეობაში. მდინარე ოცხეს ერთვის აბასთუმნის ქვემოთ. აქვს 42 პატარა შენაკადი, რომელთა საერთო სიგრძეა 45 კმ.